„სულები, სტუმრები და გარეული ცხოველები-სუფრა ფორევა!“ - თანამედროვე ცეკვის ფესტივალმა მეორე პერფორმანსი გამართა.
შოუს იდეის ავტორები შვეიცარიელები არიან. ქორეოგრაფი კი სალომე შნეებელი ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით მასტერკლასის გასამართად ჩამოვიდა.
რესტორან ეზოში ქართულ სუფრაზე დადგმულმა პერფორმანსმა ფინელი, ახალზელანდიელი, შვეიცარიელი და კიდევ რამდენიმე ეროვნების ხელოვანები ერთ სუფრასთან გააერთიანა.
სპექტაკლი, რომლის მაყურებელიც ონლაინ შეძენილი ბილეთებით სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ, დილის 5 საათზე დასრულდა.