ბორჯომის პარკიდან რეაბილიტაციის დროს გატანილი ძეგლი ღია ცის ქვეშ 2 წელია, უპატრონოდ არის მიტოვებული.
ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ძეგლის უკან დაბრუნებას მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რომელსაც სკულპტურა არ მოსწონს.
ბორჯომელები კი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება მათთვის მიუღებელია. მოსახლეობა წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის ძეგლისადმი უდიერად მოპყრობას აპროტესტებს.
ბორჯომის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ გრიგალაშვილის, ძმა ძეგლის მოხსნას პოლიტიკას უკავშირებს და ქართული ოცნების პოილიტიკურ განწყობებზე საუბრობს.
კურიერის შეკითხვებს ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხზე ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, არ პასუხობს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი