კახეთში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარს ამ დრომდე აქრობენ. დილიდან განაახლა მუშაობა ავიაციამ.
დღეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ერთი ვერტმფრენი აწარმოებს. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ავიაციას დღეს პრობლემები არ ჰქონია.
სოფელ ართანას ტყის ერთ ფერდობზე ცეცხლის ღია კერა აღარაა, მეორე ფერდობზე კი ცოცხალი ძალა ადგილზე ცდილობს კერების ლოკალიზებას.