შავნაბადას მთაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სტიქიის ზონაში კვლავ დაკვამლიანებაა. ვითარებას აკონტროლებს სამაშველო სამსახური. დილიდან ჩართულია ავიაცია და ცოცხალი ძალა. ამ დროისთვის შავნაბადას მთაზე ცეცხლის ახალი კერა არ დაფიქსირებულა.
ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ჩაერთვება თურქული ვერტმფრენიც. სპეცტექნიკის შესაყვანად ტყეში გაჭრილია 3 კილომეტრიანი გზა.
მეხანძრეები ხანძარს ებრძოდნენ შუახევის რაიონის სოფელ წელეთაშიც, თუმცა მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დამწვარია წელეთას ტყის 80 კვადრატულ მეტრამდე.