დარღვევები სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა ხელახლა შერჩევის პროცესში - ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მიაწოდეს.
მიმართვაში კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია მიკერძოებული იყო და კანდიდატთა სია წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული.
„პროცესი იყო არაობიექტური და ჩვენ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული ის კანდიდატები ვინც უნდა გასულიყვნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ ვის რა ქულები უნდა მიეღო. ამის შეფასება გაგზავნილია იმ ადამიანებთან ვისთანაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, ევროპის საბჭოს დეპუტატები მიიღებენ ამ წერის,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, უკვე მესამედ არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი სიის ჩავარდნის რეალური საფრთხე, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებს.
ევროსაბჭოს კომიტეტს საჩივრით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ საჩივარში დასაბუთებულია კონკურსის შედეგების გაყალბება.