ყაზბეგში, მყინვარწვერზე, პოლონელი ტურისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 4300 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალზე ასვლის დროს მოხდა. ინფორმაცია "კურიერს" მეტროსადგურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
35 წლის ტურისტის დაღუპვის საქმეზე დღეს პოლონელი ტურისტების ჯგუფს სტეფანწმინდის პოლიციაში დაკითხავენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმოს.