06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
აშშ მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ "ირმასთან" საბრძოლველად ემზადება

ფლორიდის მოსახლეობა მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ "ირმასთან" საბრძოლველად ემზადება. შტატის 67-ვე ოლქში საგანგებო მდგომარეობა, დასავლეთ ნაწილში კი სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული.

სტიქია შტატს, სავარაუდოდ, შაბათს გადაუვლის. ბენზინგასამართ სადგურებსა და სავაჭრო ცენტრებში გრძელი რიგებია. ადგილობრივები საწვავსა და საკვებს იმარაგებენ.

მოსამზადებელი სამუშაოების დროს პუერტო რიკოში 75 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ჰაიტისა და დომინიკელთა რესპუბლიკაშიც, სადაც ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებს ემუქრება.

ქარიშხალი "ირმა" ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი შტორმია. 

დღის ამბები