ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას მოსახლეობას მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაუგლიჯეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შემდეგ მონადირეებმა 2 მგელი მოკლეს. მოსახლეობის მტკიცებით, მათ მხოლოდ 2 ცხოველის მოკვლის ლიცენზია ჰქონდათ, რაც უკვე ამოიწურა.
მოსახლეობა შიშობს, რომ მგლები შესაძლოა, სოფელს კიდევ შეესიონ. ადგილობრივებს საძოვრებზე გასვლისაც ეშინიათ.
სოფელ ურთას მცხოვრებლები ითხოვენ, რომ მონადირეებს მგლების დახოცვის ლიცენზია ისევ მისცენ, რათ საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.