ზაჰესში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ტყის მასივშია.
როგორც ცნობილია, ადგილი საკმაოდ მიუდგომელია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებს ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ადგილობრივების განცხადებით, დაკვამლიანებამდე მათ აფეთქების ხმა გაიგეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ უწყება ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში სახანძრო ჯგუფები დაემატება.
ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.