06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ანგელა მერკელს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პომიდვრები ესროლეს

ანგელა მერკელს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პომიდვრები ესროლეს. ინციდენტი ქალაქ ჰაიდელბერგში მოხდა.

უნივერსიტეტის მოედანზე გერმანიის კანცლერი 3 ათასი მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც უცნობებმა ტრიბუნისკენ პომიდვრები ისროლეს.

მერკელს ისინი არ მოხვედრია და შხეფებით მხოლოდ პიჯაკი დაესვარა. გაირკვა, რომ პომიდვრები საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისროლეს, რომლებიც მოედანზე კანცლერის მხარდამჭერების გვერდით იდგნენ. არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს გაიმართება.

დღის ამბები