18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ქარიშხალი ჰარვი - შოუბიზნესის ვარსკვლავები დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

შოუბიზნესის ვარსკვლავები ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან. 12 სექტემბერს ტელემარათონი გაიმართება, რომელსაც ბიონსე და ჯორჯ კლუნი გაუძღვებიან.

ტელემარათონი ოთხი ამერიკული ტელეარხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. თუმცა გადაცემაში ჩართული იქნება სოციალური ქსელებიც. სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად ტელემარათონში მუსიკალური ნომრები შესრულდება და ცნობილი სახეების ვიდეო მიმართვებსაც აჩვენებენ. ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასის შტატს აგვისტოს ბოლოს გადაუარა და მიყენებულმა ზარალმა 180 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დღის ამბები