18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
კომპანია Nissan-მა ახალი ელექტრომობილი გამოუშვა

კომპანია Nissan-მა ახალი ელექტრომობილი გამოუშვა. ახალი მოდელის პრეზენტაცია იაპონიის ქალაქ ტიბაში გაიმართა და მას კომპანიის პრეზიდენტი უძღვებოდა. ავტომობილის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი დამუხტვით 241 კილომეტრის გავლა შეუძლია, წინა მოდელს კი გაცილებით ნაკლები, მხოლოდ 172 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეეძლო.

ახალ მოდელს უფრო თანამედროვე დიზაინი და ერთ პედლიანი მართვის სისტემა აქვს. ახალი Nissan LEAF-ის გაყიდვა იაპონიაში 2 ოქტომბრიდან, მსოფლიოს ქვეყნებში კი მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება.

დღის ამბები