შავნაბადა მთაზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ვითარება შედარებით გართულდა, მას შემდეგ, რაც შუადღისას ქარი ამოვარდა. ხანძარს თურქული და ქართული ვერტმფრენები ებრძვიან. ტერიტორია მიუვალია და ადგილზე სპეციალისტები ვერ მიდიან. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის დროული ლოკალიზება არ მოხდება, არსებობს საშიშროება, რომ ის გაძლიერდეს და ტყის მასივს მოედოს.
უკვე მეოთხე დღეა, შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო, ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება,.
ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
ავტორი: თეა ვარშალომიძე.