18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
სასოწარკვეთილია მოსახლეობა! - აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარებაში, სავარაუდოდ, ავიაციაც ჩაერთვება

დასავლეთ საქართველოში მომრავლებული მავნებელი მწერის - აზიური ფაროსანას, პრობლემის მოსაგვარებლად, საქმეში შესაძლოა, ავიაციაც ჩაერთოს. ამ საკითხზე პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, ისაუბრა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მავნებელი მწერი, სავარაუდოდ, გალის რაიონიდან შემოვიდა და ოკუპირებულ აფხაზეთში ანალოგიური სიტუაციაა. საქართველოს ხელისუფლება მათთვის დასახმარებლად მზაობას გამოხატავს.

„ეს უკვე ცდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს იძენს. არ არის გამორიცხული, აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან, მიგრაცია მავნებლისა მოხდება, სწორედ რომ ტყეებში და დაცულ ტერიტორიებში და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. არ არის გამორიცხული, ასევე, საჭირო გახდეს ავიაციის ჩართვა,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანას მომრავლების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას თხილის და სხვა სახის მოსავალი გაუფუჭდა, რამაც ადგილობრივები შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა.

„ეს არის რეალობა, რომელიც უდგას დღეს სამეგრელოს მოსახლეობას. ეს ხელმოწერები არ არის სტატისტიკა, ეს არის იმ გაჭირვებული მოსახლეობის თხოვნა, რომ როგორმე დაეხმაროთ, ისინი სასოწარკვეთილები არიან, ისინი ცხარე ცრემლებით ტირიან და გეხვეწებიან, რომ როგორმე მიხედოთ, იმაში, რომ ბავშვებმა სკოლაში წასვლა შეძლონ სასექტემბროდ, რომ როგორმე გადაიტანონ ზამთარი, ეს არ არის სტატისტიკა, ეს არის მასშტაბური კატასტროფა სამეგრელოში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ლელა ქებურიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები