ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც თითქოს "ნაციონალური მოძრაობის” წევრები ალეკო ელისაშვილს ხელმოწერებს უგროვებდნენ, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
ამის შესახებ ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ვანო ნიკორაძემ ისაუბრა. ის რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.
„პროკურატურა მიგვითითებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ამ გადაწყვეტილებას სამართალთან და კანონთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან,“ - განაცხადა ვანო ნიკორაძემ.