18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
29 წარმატებული სტაჟიორი პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა

29 წარმატებული სტაჟიორი პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა. ახალდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს, დღეს მთავარი პროკურორი შეხვდა. ირაკლი შოთაძემ მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, ვინაიდან, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი რიგები შევავსოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული იურისტებით და სწორედ, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის და ყოველწლიურად ჩვენ სტაჟირების პროგრამას ვატარებთ და მომავალ წელსაც აუცილებლად გაგრძელდება ეს პროგრამა,“ - განაცხადა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

სტაჟირება სულ 58-მა პირმა გაიარა, ისინი 3 ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

დღის ამბები