18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს - მღებრიშვილი ქვეყანაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებზე საუბრობს

შს მინისტრის ინფორმაციით, კახეთში, ართანას მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე თქმით, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლი ასევე სრულად ლოკალიზებულია. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ართანას ფერდობზე ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ლოკალიზება გვაქვს სრული ყველა კერის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ცეცხლი მთლიანად გვიჭირავს, ისიც ძალიან პატარ-პატარა ადგილებზე. რაც შეეხება თუშეთს, იქაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სრული ლოკალიზაციაა," - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება აჭარაში, ხულოს რაიონში გავრცელებულ ხანძარს, მისი ლოკალიზება ჯერ ვერ მოხერხდა მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე დამატებითი ძალა გაგზავნეს. მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"ხულოს მიმართულებაზე გუშინ კიდევ დაემატა დაახლოებით 100 თანამშრომელი და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზებისთვის,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და სტიქიის გამო, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები