თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები კი მეხანძრე-მაშველებმა დღეს დილიდან დაიწყეს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, ადგილზე ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალაც.
ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობენ შსს-ს სხვადსხვა დანაყოფის თანამშრომლები.
სტიქიის ალპურ ზონაში რჩებიან სპეცრაზმის წარმომადგენლებიც. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ცეცხლი ლოკალიზებული გვაქვს, ყველა რეციდივი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ადგილზევე ალყაში გვაქვს და ამიტომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ახალ კერებს ქარის შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ, მაგრამ ამ ეტაპზე რა მდგომარეობაც გვაქვს, ის მდგომარეობა გვაქვს ლოკალიზებული,“-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.