მიწისძვრა საქართველოში - 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გუშინ საღამოს, 21:43 წუთზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 33 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანში იყო.
ამ დრომდე ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა საქართველოში.