18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
შესაძლო გარიგება პოლიტიკურ შემომწირველსა და მმართველ გუნდს შორის - არასამთავრობოები ეჭვებზე საუბრობენ

პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვები აქვთ. სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შემოწირულობებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გარიგება კონკრეტულ შემომწირველ კომპანიებს და “ქართულ ოცნებას” შორის, რომ ისინი მომავალში სასურველ ტენდერებში გაიმარჯვებენ. არასამთავრობოების შეფასებით პარტიები არათანაბარ პირობებში არიან.

„ასეთი სერიოზული განსხვავება ხშირად აჩენს ხოლმე კითხვებს ხომ არ არის იქ რაიმე სახის ზეწოლა ან მიზეზი, რატომაც ეს თანხები მიემართება ერთ პარტიასთან. ხომ არ არის ეს შემოწირულობები ისეთი იურიდიული პირებისგან ან კომპანიებისგან, რომლებიც შემდეგ ან მანამდე სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები