ამ წუთებში ხანზარია ზაჰესში. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ცეცხლის ლიკვიდირება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ის ლოკალიზებულია.
წინაწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით ჰექტარ-ნახევარი მიწის ფართობი.
ხანძარი ზაჰესში გუშინაც გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლების განცხადებთ, ცეცხლის ახალი კერა დღეს დილით გაღვივდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, რელიეფი საკმაოდ რთულია, რაც ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებს ართულებს.
ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენისა მიზეზები. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციის ჩართვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.