არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილმა კანდიდატებმა გასაუბრების ეტაპი ამჯერადაც ვერ გადალახონ.
მათი თქმით, სწორედ გასაუბრების ეტაპზე ეთქვათ უარი, პირველი კონკურსის დროს შერჩეულებსაც.
სამოქალაქო სექტორი ჩატარებული კონკურსისა და შერჩევის ხარვეზებზე საუბრობს.
„როდესაც დაიწყება მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვა, მე მინდა მივმართო საჩივრით ევროსაბჭოს ასამბლეის კომიტეტს რანაირად მოხდა კანდიდატების შერჩევა და არ შეიძლება ამ კრიტერიუმით შერჩეული კანდიდატები გახდნენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები. ისინი მიიღებენ პოლიტიკურ დირექტივებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილმა.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, თუ კიდევ ერთხელ ჩავარდა შერჩეული კანდიდატები, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.