ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. შტორმის სიმძლავრე ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, ის ადგილები სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.
წვიმისა და ქარის შედეგად სანაპიროზე ერთ-ერთი ღამის კლუბის შენობაც დააზიანა. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.