18 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
საბურთალოზე რუს ტურისტს თავს დაესხნენ

თავდასხმა ტურისტზე თბილისის ცენტრში - საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ 3 ადამიანი თავს დასხა.

დაზარალებული თავის არეში მიყენებული დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტურისტს მსუბუქი დაზიანებები აქვს და ექიმები მას საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ.

„აბსოლუტურად სტაბილური, დამაკმაყოფილებელი, ახლა დამატებითი გამოკვლევები უტარდება და რაღაც პერიოდის მერე გავუშვებთ სახლში,“ - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ კვაჭაძემ.

დღის ამბები