06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდება

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდება. რეგიონის ასამბლეამ შესაბამისი დოკუმენტი ერთხმად დაამტკიცა. თუმცა, კენჭისყრას წინ 12-საათიანი დებატები უძღოდა. დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე კანონმდებლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს.

თუ პირველ ოქტომბერს კატალონიელები ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭერენ მხარს, ასამბლეა რეგიონის დამოუკიდებლობას 48 საათში გამოაცხადებს.

ოფიციალური მადრიდი კი პირობას დებს, რომ უკანონო რეფერენდუმის ჩატარებას არ დაუშვებს.

დღის ამბები