18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
ხანძარი თელავში - ცეცხლი ვენახებზეც გადავიდა

თელავში ამ წუთებში ხანძარია. ღვინის კომპანია "ჯი ვი ეს"-ის(GWS) მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს მოედო. ხანძარი ვენახებზეც გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. თუმცა, ხანძრის ჩაქრობას ქარი აფერხებს და ცეცხლის მასშტაბები იზრდება.

დღის ამბები