ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა. მეცხრამეტე საუკუნის ნაგებობის ნახევარზე მეტი დამწვარია. დაიწვა ეკლესიაში არსებული ძველი ხატებიც. ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მეხანძრეებმა ჩააქრეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება, თუმცა ადგილობრივებს ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის ეჭვიც აქვთ.
დამწვარი ეკლესიის მსახური სასულიერო პირი და მრევლი განცხადებებისგან თავს იკავებენ.