ცოტა ხნის წინ ართანას ტყეში, ქარის გამო, დაკვამლიანებამ იმატა. თუმცა, ახალი კერები არ გაჩენილა. ტყეში ამ წუთებში უკვე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
„ისევ ის ლოკაციები არის, რაც გვეჭირა ჩვენ ეს დღეები, უბრალოდ, გუშინდელი დღე იყო, ასე ვთქვათ, ის, რომ ყველა ცეცხლის კერა გვქონდა დამუშავებული, გვრჩებოდა 1-2 სულ. ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა, ამიტომ ახლა გვიწევს გაწეული სამუშაოს გამეორება,“ - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამუშაოებში დილიდან კვლავ ჩართულია ავიაცია.