ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტში გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. “ხერაშის“ ღელე ადიდდა, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩახერგა.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა მულახი და მუჟალის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება პარალიზებულია.
„ეს არის ჩვენი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გვაწუხებს და გვაზარალებს და დღემდე ვეღარ მოგვარდა. წუხანდელი წვიმის შედეგად უკვე დილამდე ვმუშაობდით და ვიცავდით ჩვენს თავს თოხებით და პრიმიტიული საშუალებებით,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.