ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით თამარშვილის 13 ნომეში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. მოსახლეობა ვერხვის მოჭრას აპროტესტებდა. მათი მტკიცებით, კიდევ 20-ზე მეტი ხის მოჭრა იგეგმება.
ადილზე მივიდნენ “პარტიზანი მებაღები” და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგნელებიც. მათი ვარაუდით, ხეებს თამარაშვილზე მერიის ნებართვის გარეშე ჭრიდნენ, რადგან მოსახლეობის მისვლისთანავე ხის მჭრელებმა ადგილი დატოვეს.
ტერიტორია კომპანია "დომუსს" ეკუთვნის, რომლის წარმომადგენელიც ადგილზე არ მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.