შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილზე, ხის მოჭრის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწო, ხე-ტყისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის მუხლით. ექსპრტ კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში თამარაშვილის 13 ნომერში საგამოძიებო მოქმედებებს ანხორციელებდნენ.
უკვე გამოიკითხნენ ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებიც. ასევე ამოღებულია სათვალთვალო კამერებით გადაღებული ჩანაწერი, თუმცა ხის ჭრის პროცესი სავარაუდოდ, არ არის აღბეჭდილი, რადგან როგორც გაირკვა, კამერები სხვა მიმართულებით იყო მიტრიალებული.
ადგილზე იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც ტერიტორია დაათვალიერა. მისი თქმით, რამდენიმე ხე განზრახ არის დაზიანებული. ამ დრომდე უცნობია, მოიჭრა თუ არა ხე მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის საფუძველზე.