18 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ართანას ტყეში ხანძრის სალიკვიდაცო სამუშაოებში ავიაცია დილიდან ჩაერთო

დილიდან კვლავ ჩაერთო ავიაცია თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაცო სამუშაოებში. ამჯერად, მხოლოდ 2 ირანული ვერტმფრენი მუშაობს. ქართული ვერტმფრენი გეგმიური შემოწმების შემდეგ ჩაერთვება ამ პროცესში.

კოხტას მთის ფერდობზე ახალი კერები არ არის, თუმცა ქარის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო.

სიტუაცია და ვითარება გვიჭირავს, რომ ცეცხლი არ გადავიდეს ახალ ტერიტორიაზე. უბრალოდ, ახლა მოგვიწევს იმ სამუშაოს და მთელი დღის განმავლობაში ვაკეთებდით იმავე სამუშაოს, რაც გუშინ უკვე დასრულებული გვქონდა. ქარიდან გამომდინარე მუშაობა გართულდა. სხვა ისეთი გარემოება, რაც რაიმე ახალ საშიშროებას გვიქმნიდეს, არ არსებობს," - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარალელურად, ტყეში კვლავ იჭრება გზა, სპეც-ტექნიკის გადასაადგილებლად.

ადგილზე რჩება ცოცხალი ძალაც, თუმცა მათ მუშაობას რთული რელიეფი აფერხებს.

დღის ამბები