18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ნიუ იორკში დაკავებული სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გაიმართება

ნიუ იორკში დღეს დაკავებული სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ავთანდილ ხურციძის ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულა და დღეს მის გათავისუფლებას ელოდება.

მათი მტკიცებით, ხურციძე განზრახ დააკავეს. მიზეზად კი, ოჯახი იმ სპორტსმენთან დაპირისპირებას ასახელებენ, რომელთანაც ორთაბრძოლა ამერიკაში ივლისის თვეში უნდა გამართულიყო.

ოჯახის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი საქართველოს დროით დღეს ღამის 12:00 საათზე გაიმართება.

„ადვოკატი გაეცნო მასალებს და არაფერი არ არის. ვიდეოზე, რაზეც იყო საუბარი პროკურატურის მხრიდან, წინასწარი პატიმრობის განმავლობაში მოვიტანთ ამ ვიდეოსო და არაფერი არ არის ასეთი. დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმიტომ, რომ ტელეფონზე აქვს ნალაპარაკები და ესეც უნდა შევისწავლოთო. გირაოთი უნდა გამოსულიყო, მაგრამ იქითა მხრიდან გაწელეს, არ აგზავნიდნენ მასალებს. 99% როგორც ადვოკატი ამბობს, გაათავისუფლებენ,“ - განაცხადა ხურციძის მეგობარმა, მერაბ დვალიშვილმა.

ხურციძე ივლისში 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მათ ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს.

დღის ამბები