30 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - დაშავებულია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ძლიერი დარტყმის შედეგად "ტოიოტას" მარკის ავტომობილი მოცურდა, ბოძს შეეჯახა და წააქცია. დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები