ძლიერი წვიმა ფოთში - უხვი ნალექის შედეგად, გვიან ღამით ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. შეფერხებული იყო გადაადგილება, თუმცა სახლების ეზოებსა და სარდაფებში წყალი არ შესულა.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობდა, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალი მაინც დაგროვდა.