18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
სინოპტიკოსები დღეს გამოდარებას ელოდებიან

ერთ დღიანი უამინდობის შემდეგ, სინოპტიკოსები დღეს გამოდარებას ელოდებიან. ქარი ჩადგება და ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს. დასავლეთ რეგიონებში 29 გრადუსამდე, აღმოსავლეთით კი, 30 გრადუსამდე. მთელი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

„დღეს უკვე მთელს საქართველოში გამოიდარებს, ქარი მოსალოდნელი არ არის და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. წუხელ გავრცელდა ცივი ჰაერის მასები და დღეს უკვე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 24-დან 29 გრადუსია მოსალოდნელი, სანაპირო რაიონებში 22-დან 24 და აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისშიც, 25-დან 30 გრადუსამდე,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, დოდო გვაზავამ.

დღის ამბები