06 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ლონდონში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ერთი ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად ლონდონში. ქალაქის ცენტრალურ უბანში ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა, რასაც ხალხმრავალ ოქსფორდის ქუჩაზე პანიკა მოჰყვა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან მისასვლელი გზები გადაკეტეს.

სამანქანო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეჩერებული.

დაშავებულს მცირე დაზიანებები აღენიშნება, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

დღის ამბები