18 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
წინასაარჩევნო პერიოდში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის ხარჯვა - "სამართლიანი არჩევნები" ანგარიშს გამოაქვეყნებს

წინასაარჩევნო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის ხარჯვაზეა საუბარი "სამართლიანი არჩევნების" პირველ შუალედურ ანგარიშში. დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გაასაჯაროვებს.

დოკუმენტში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რამდენიმე შემთხვევაც, რომელიც ძირთადად რეგიონებში გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხითაც.

როგორც აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი გაუმჭივრვალე იყო და კომისიაში მოხვდნენ ისეთი წევრები, რომლებსაც წინა არჩევნებზე დარღვევები ქონდათ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ტენდენცია არის სწორედ ის ბიუჯეტების ზრდის საკითხი და გარკვეული საბიუჯეტო პროგრამების, კონკრეტულად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების გააქტიურება, რომელიც სწორედ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. ეს ქმნის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარკვეულ განცდას,“ - აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. 

დღის ამბები