06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა მექსიკის სანაპიროსთან - დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ძლიერი მიწისძვრა იყო მექსიკის სანაპიროსთან. 8 ბალიანი მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, მექსიკის სანაპიროდან 120 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.

მიწისძვრამ მექსიკის დედაქალაქში პანიკა გამოიწვია. ხალხი ქუჩებში გამოვიდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მეხიკოს ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

მექსიკის, ელ სალვადორის, კოსტა რიკას, პანამისა და ჰონდურასის ხელისუფლებები მოსახლეობას მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ.

დღის ამბები