18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ხანძარი კოხტას მთის ფერდობზე - ავიაციამ მუშაობა შეაჩერა

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობზე ხაჩენილი ხანძრის ქრობითი სამუშაოებში ვერტმფრენები აღარ მონაწილეობენ. ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ შემოწმებას გადის.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქარის გამო დაკვამლიანება გაიზარდა, თუმცა ახალი კერები არ წარმოქმნილა. რა დროიდან განაახლებს ავიაცია სახანძრო სამუშაოებს, ჯერ უცნობია.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 500-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას, პარალელურად, გრძელდება ტყეში ახალი გზის გაჭრაც.

„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ვერტმფრენებიც მთელი დღის განმავლობაში დაწვიმების ოპერაციას ატარებდნენ. ცეცხლი ლოკალიზებული გვაქვს, ყველა რეციდივი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, ალყაში გვაქვს ეს ადგილი,“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები