საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი ერთი წლით გადაიდო. ბრიტანელი მომღერალი საქართველოში კონცერტებს სექტემბრის ნაცვლად 30 ივნისისა და 1 ივლისს ჩაატარებს.
მათ კი, ვინც ბილეთები უკვე შეიძინა, შეეძლებათ ბილეთი უკან დააბრუნონ და გადახდილი თანხა აინაზღაურონ ან გადაცვალონ და ზაფხულში დაგეგმილ კონცერტს დაესწრონ.
კონცერტის გადადების მიზეზი, ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.