06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ლათინური ამერიკის 7 ქვეყნა ცუნამის მოლოდინშია

ლათინური ამერიკის 7 ქვეყნა ცუნამის მოლოდინშია. მექსიკის სამხრეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 8.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ ტრეს-პიკოსიდან 119 კილომეტრის დაშორებით, 87 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბოლო მონაცემით, დაიღუპა სამი ადამიანი.

ბიძგები იგრძნობოდა მეხიკოშიც და გუატემალაშიც, სადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა. მეხიკოს რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიწისძვრის შემდეგ 5 ბიძგი განმეორდა, მათი სიძლიერე 4-დან 5 მაგნიტუდამდე იყო.

ცუნამის განგაში გამოცხადდა გუატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაში, ნიკარაგუაში, პანამასა და ჰონდურასში. მექსიკის სანაპიროს კი, ცუნამი უკვე მიუახლოვდა. ტალღების სიმაღლე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მეტრია.

დღის ამბები