18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ცესკომ 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაცხადა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაცხადა. კომისიის მიერ, ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 ათას 758 წევრი აირჩა. დარჩენილ 46 ვაკანტურ ადგილზე ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე მოხდება კომისიის წევრების შერჩევა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწევდა მონიტორინგს. 

“არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 4 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 ათას 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82 პროცენტია. დანარჩენ არჩეულ პირთაგან, უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2013 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე, კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები