18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" 17 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებს

17 სექტემბრიდან "პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებს იწყებს. აქციების მთავარი მოთხოვნა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება, რომელთა მიღებას მმართველი გუნდი ერთპარტიულად გეგმვას. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ქართული მიწის დაცვაც, მისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის შეზღუდვა.

ირმა ინაშვილის თქმით, ის არ აპირებს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას და სხვა პარტიებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციები მათგან დამოუკიდებლად აწარმოონ.

“ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება. ხელისუფლების პიარ მრჩევლები მიზანმიმართულად აბამენ სხვა ოპოზიცურ პარტიებს, რასაც სინამდვილეში მე, როგორც ტელეჟურნალისტი, ამ კუთხიდან გამომდინარე ვაანალიზებ ვითარებას, აქვს ორი განუხორციელებელი მიზანი. პირველი - ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენ გვერდით თითქოს იდგება "ნაც მოძრაობა" და ბოკერია, რაც ვიმეორებ არის აბსურდი, კომედია და ტყუილი. მეორე, დასავლეთმა იფიქროს არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ რამდენიმე პარტია უწევს ორგანიზებას ამ მასობრივ აქციებს,“ - განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები