სურამში ტყის მასშტაბური განადგურების ფაქტი გამოვლინდა. როგორც ირკვევა დაახლოებით ერთი კვირაა ტყეს სურამის მიმდებარედ ინტენსიურად ჭრიან. გავრცელებული ინფორმაციით ხეებს სოფელ ახალდაბის მკვიდრი მოსახლეობა ჭრიდა და სამასალე მორებად გაჰქონდა.
ეჭვმიტანილები ამ დროისათვის დაკავებულები არიან. მოჭრილი ხეების რაოდენობა 60-დან 200-მდეა, თუმცა სატყეოს სამსახურის ზარალს ამ დრომდე აზუსტებს.
ადგილობრივებმა დაკავებულების ვინაობა არ იციან, თუმცა მომხდარს ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ.