06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
“რაშა თუდეის” უცხოელ აგენტად დარეგისტრირება - ვაშინგტონში ორპარტიული ინიციატივის განხილვა დაიწყო

ვაშინგტონში ორპარტიული ინიციატივის განხილვა დაიწყო, რომელიც რაშა თუდეის  უცხოელ აგენტად დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

ინიციატივა რამდენიმე სენატორმა და კონგრესმენმა მოამზადა.

ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის  და მოსკოვის პროპაგანდის გააქტიურების შემდეგ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მოამზადა პროექტი, რომელმაც უნდა მისცეს იუსტიციის დეპარტამენტს უფლებამოსილება, გამოიძიოს, არღვევს თუ არა რაშა თუდეი კანონს.

ინიციატივას მხარს უჭერს კონგრესმენი დევიდ სისილინიც, რომელმაც ამ საკითხზე დღეს ატლანტიკურ საბჭოში ისაუბრა.

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ რაშა თუდეი, სავარაუდოდ, არღვევს ამერიკის კანონმდებლობას და უცხოური მთავრობის სახელით ეწევა აქტიურ პროპაგანდას, ამ საქმიანობის შესაბამისი იდენტიფიცირების გარეშე. თუკი რაშა თუდეი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ფარგლებში იქნება რეგისტრირებული, ის ისევე იმუშავებს, როგორც დღეს მუშაობს, თუმცა გააგებინებს ამერიკელ აუდიტორიას მათი ინფორმაციის რეალურ წყაროს,“ - აცხადებს დევიდ სისილინი.

კონგრესმენი განმარტავს, ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც იღებენ, უცხოური მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მის პოლიტიკური მიზნებს ემსახურება.

ბრუკინგზის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ჯეიმი ქირჩიკი, ამბობს, რომ რაშა თუდეის მასალები მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაა და სიძულვილს ემსახურება.

რაშა თუდეის მასალები არ არის ახალი ამბები. ეს არის პროპაგანდა და სიძულვილი,“ - ამბობს ჯეიმი ქირჩიკი.

დღის ამბები