18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
თბილისში  საცხოვრებელი კორპუსის აივნის მინა ჩამოინგრა - 1 ადამიანი მსუბუქად დაზიანდა

თბილისში, მეტრეველის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივნის მინა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა, დაზიანდა იქვე მდგომი ორი ავტომობილიც.

დაზარალებულები მომხდარში სამშენებლო კომპანია აპექსს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კორპუსი უხარისხო მასალით არის აშენებული.

მომხდართან დაკავშირებით განმარტება სამშენებლო კომპანიაშიც გაკეთდა.

„აღნიშნული კორპუსი უკვე 2 წელზეა მეტია, დამთავრებულია და საკუთრებაში აქვთ გადაცემული მობინადრეებს და არის ექსპლუატაციაში მიღებული. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, გეცოდინებათ, რომ ერთი შუშის ფრაგმენტი არის ჩამტვრეული მეოთხე სართულზე. მიმდინარეობს სპეციალური სამსახურების მიერ შესწავლა, თუ რა მოხდა,“ - განაცხადა კომპანია აპექსის წარმომადგენელმა, გიორგი ბაქრაძემ.

დღის ამბები