06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს.

სტიქიის ზონაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მექსიკის პრეზიდენტმა დღევანდელი დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.

ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში ორი დღის წინ მოხდა. 8.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა განსაკუთრებით ქვეყნის სამი რეგიონი -  ტაბასკო, ოაჰაკა და ჩიაპასი დააზარალა.

მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა მეზობელ გვატემალაშიც.

დღის ამბები