06 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
უკრაინელი სამართალდამცველები სააკაშვილის მხარდამჭერებს საზღვრის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს საზღვრის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ჟიტომირის ოლქში პოლიციისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა გზა გადაუკეტეს ავტოკოლონას, რომლითაც ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კრაკოვების გამშვები პუნქტთან მიემგზავრებოდნენ.

პოლიციას ავტომობილების შემოწმება სურს. აქტივისტები კი წინააღმდეგი არიან, რადგან აცხადებენ, რომ ისინი უკვე მეოთხედ გააჩერეს.

ვეტერანებთან ერთად რადას დეპუტატი, სემენ სემენჩენკოც, იმყოფება.

დღის ამბები