18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ორი თვე სასმელი წყლის გარეშე - ზუგდიდში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ორი თვეა, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.

ადგილობრივები ხელისუფლებას, პრობლემის მოგვარების თხოვნით, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა ამბობს, რომ არანაირი საცხოვრებელი პირობები არა აქვთ. ადგილობრივები ანტისანიტარიაზეც საუბრობენ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წილთლიძე, ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებს, მოსახლეობას დაუყოვნებლივ მოუგვაროს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საპროტესტო აქციები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაგრძელდება, იქამდე სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება.

დღის ამბები